logo
ENG



ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მარშრუტებს განიხილავს

10 აგვ 202614:44
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/10/x0eqoucy0iynxnf.png

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“ იუწყება, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტის დამატებით გზებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის მილსადენებსა და კასპიის ზღვისა თუ აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს განიხილავს.

ალტერნატიული მარშრუტების მოძიების აუცილებლობა „კასპიის მილსადენების კონსორციუმის“ (CPC) ობიექტების შეფერხებულმა მუშაობამ გამოიწვია, რაც გამოწვეულია რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული დარტყმებით.

აღნიშნული კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო მის აქციონერებს შორის რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად რამდენიმე ევროპული და ამერიკული გიგანტიც შედის, მათ შორის Chevron.

შექმნილი ვითარების გამო 2026 წლის ივლისიდან ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადების გადანაწილება უკვე დაიწყო, რის შედეგადაც მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთის ბაზარზე.


close დახურვა