ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილი პირი დაკავებულია - მისი აყვანის სპეცოპერაცია სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს 15-მდე მძევალი ჰყავდა - ისინი მძარცველის დაკავებამდე თითქმის ერთი საათით ადრე გათავისუფლდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძარცველი ითხოვდა ნახევარ მილიონ აშშ დოლარს.