![ყვარლის მუნიციპალიტეტში კაცი მოკლეს](/uploads/news/police2.jpg)
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გავაზში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი ადამიანი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.