logo
ENG



ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები: უმუშევრობა, ფასების ზრდა, სიღარიბე - Edison Research

10 ნოე 202312:13
3 წუთის საკითხავი
clock 655
2023/11/10/wvzuazcgd0tsf3u.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 47% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო არის უმუშევრობა, 45% ფასების ზრდას ასახელებს, 43% კი სიღარიბეს.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას დღეს საქართველო (რამდენიმე პასუხი), პასუხები ასე გადანაწილდა:

  • უმუშევრობა - 47%
  • ფასების ზრდა - 45%
  • სიღარიბე - 43%
  • ოკუპირებული ტერიტორიები - 25%
  • ემიგრაცია - 19%
  • განათლება - 18%
  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარება/გავრცელება - 15%
  • ჯანდაცვა - 13%
  • რუსების მიგრაცია საქართველოში - 13%
  • ომი უკრაინაში - 8%
  • ევროინტეგრაცია - 8%
  • კორუფცია - 8%
  • კრიმინალი - 7%
  • გარემოს დაცვის პრობლემები - 3%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


close დახურვა