„ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან", - ეს განცხადება გააკეთა გრიგოლ ვაშაძემ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, ეს არის შეთანხმების ნაწილი და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაც შეწყდება.
„საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდება 120-30 პრინციპით, ოლქების შედგენისას გათვალისწინებული იქნება ვენეციის კომისიიის და საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციები. ყველა პოლიტპატიმარი გამოვა ციხიდან და პოლიტიკური ნიშნით დევნის ყველა საქმე შეწყდება. იქნება ეს მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე და ა.შ. ეს ყველაფერი არის შეთანხმების ნაწილი", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის არჩევნები 120-30 პროპორციით ჩატარდება.