logo
ENG



ყვითელი ჟილეტების აქცია საფრანგეთში - დაკავებულია 150-ზე მეტი ადამიანი

12 სექ 202017:05
3 წუთის საკითხავი
clock 787

საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები განალაგეს. პარიზის სხვადასხვა რაიონში მოძრაობა ყვითელი ჟილეტების ორგანიზებით აქციები მიმდინარეობს. დემონსტრაცია რამდენიმე რაიონში უკვე არეულობაში გადაიზარდა.

მომიტინგეებმა მანქანები და სანაგვე ურნები დაწვეს. პოლიციელებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამ დროისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მოძრაობა ყვითელი ჟილეტები გადასახადების შემცირების მოთხოვნით აქციებს 2018 წლიდან პერიოდულად მართავენ, თუმცა გამოსვლები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტეს. დღევანდელი აქცია ლოქდაუნის გაუქმების შემდეგ პირველად ტარდება.  


close დახურვა