logo
ENG



ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა

22 აპრ 202011:39
3 წუთის საკითხავი
clock 32712

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავით აქიაშვილმა, ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს მამა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც საბა ჟღენტი ხელის არეში დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც იმყოფებოდა, თუმცა ის მედიის ზარებას არ პასუხობს. უცნობია საპატრიარქოს პოზიციაც.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


close დახურვა