logo
ENG



ყირიმში რუსი სამხედროების ყაზარმაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა - Unian

10 დეკ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/10/j0xjc1ffe61m6me.jpg

უკრაინული გამოცემა Unian-ის ცნობით, ყირიმში იმ შენობაში, სადაც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

გამოცემის ცნობით, არიან დაჭრილები და დაღუპულები, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის, უცნობია.

Unian სხვადასხვა ტელეგრამ არხზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სოფელ რადიანსკოეში არსებულ ყაზარმაში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ცეცხლი მთელ შენობაზეა მოდებული.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო მობილიზებული. 

 


close დახურვა