47 წლის ლევან ძნელაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. ბრალდებულს კლინიკაში შეეფარდა პატიმრობაც.
მოსამართლემ საქმეზე სამედიცინო დაწესებულებაში ძნელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იმსჯელა. ძნელაძეს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
"მას აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალი აქვს წაყენებული ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილობრივ, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას და სხეულის განზრახ დაზიანებას. ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის ისევ საავდმყოფოში დარჩა. პირველი სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 9 დეკემბერს,-"აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
ლევან ძნელაძის გარდა დაკავებულია ასევე საქმეში მონაწილე დანარჩენი ორი პირიც.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ვაკეში 30 სექტემბერს მოხდა.