logo
ENG



შაბათის ფორმულას საგამოძიებო სიუჟეტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

16 აპრ 202220:37
3 წუთის საკითხავი
 

12 ნოემბერს, ოპოზიციურმა ტელეკომპანია ფორმულამ გამოაქვეყნა სიუჟეტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომელშიც უწყების მიერ სკოლის დირექტორები ქართული ოცნების ერთგულების მიხედვით არიან შეფასებულნი. ანგარიშის მიხედვით, დირექტორები, რომლებსაც სხვა მხრივ ჰქონდათ კარგი დახასიათება, გაათავისუფლეს ან დააქვეითეს მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფითი შეფასების საფუძველზე. შაბათის ფორმულას ეს საგამოძიებო რეპორტაჟი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წლიური ანგარიშის - სამოქალაქო თავისუფლების თავში მოხვდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სკოლების დირექტორების შევიწროების და პარტიული მორჩილების საზომით გადარჩევის პრობლემა აღიარა.

 


close დახურვა