logo
ENG



შაბათის ფორმულა: მეზღვაურს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, ის კი ბრალდებებს უარყოფს

03 ივლ 202120:45
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, 36 წლის მეზღვაურს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თუმცა თავად მეზღვაური ბრალდებებს უარყოფს. 

კაცი ირწმუნება, რომ მსხვერპლი თვითონაა. მეზღვაური ყვება, რომ მას ბრალი ყოფილი ცოლისა და მისი დის ცრუ ჩვენების ნიადაგზე წაუყენეს. მისივე თქმით, სიმართლეს ვერ ამტკიცებს და დარწმუნებულია რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციაში მფარველობენ. 

მეზღვაური გვიყვება, რომ მსგავსი კავშირების შესახებ საერთო ფეისბუქ ანგარიშის შექმნის შემდეგ შეიტყო.

კაცმა შაბათის ფორმულასთან დაკავშირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 9-თვიანი სასამართლოს გადაწყვეტილების ლოდინის შედეგად პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა - მეზღვაური ქვეყანას ვერ ტოვებს.

2020 წელს, 19 აგვისტოს, კამათის ნიადაგზე პოლიციაში ცოლის დამ დარეკა. კაცი ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი თავად გამოთქვა, თუმცა მისგან ჩვენება არ აუღიათ და  შემაკავებელი ორდერი მხოლოდ ახალგაზრდა ქალის დაკითხვის საფუძველზე გამოიწერა.

ყოფილი ცოლი ქმარს ფიზიკური ძალადობის ერთ ეპიზოდსა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება. ახალგაზრდა ქალის ინტერესებს ადვოკატი არ იცავს, პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე კი დადგინდა, რომ ტანჯვას განიცდიდა.

ბრალდებული კაცი ამბობს, რომ გამომძიებელმა მას მოტყუებით მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც მას ახალი ბრალდება წაუყენეს - ცოლზე ძალადობა ორსულობის პერიოდში.

სამართალდამცავების გარდა 36 წლის მამაკაცს პრეტენზიები აქვს სასამართლოსთანაც. ამბობს, რომ საქმის განხილვა განგებ ჭიანურდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი განმარტავენ, რომ მოსამართლე შეიცვალა, საქმის გადაბარებას კი დრო სჭირდება.


close დახურვა