logo
ENG



შაბათის ფორმულა: პირველადი მონაცემებით, დიდ დიღომში წვიმის გამო, 60-მდე ოჯახი დაზარალდა

01 მაი 202120:08
3 წუთის საკითხავი
 

პირველადი მონაცემებით, გუშინ, უხვმა ნალექმა დიდ დიღომში 60-მდე ოჯახი დააზარალა. სტიქიას 17 სამაშველო ჯგუფი უმკლავდებოდა. 

გადაუდებელი წვიმის გამო, დიდ დიღომში 10-ზე მეტი ქუჩა დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელ სახლებშიც შეაღწია, დაიტბორა რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფი, საპარკინგე ტერიტორია, ასევე კერძო საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართული. წყლის დინებამ, წაიღო რამდენიმე სკუტერი და დაფარა მსუბუქი ავტომობილები.

განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე, სადაც წყალმა 7 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის ბერი ანდრიას ფონდის შენობაც დაიტბორა. მოვარდნილმა წყალმა, ფონდის პირველ სართულზე მალევე შეაღწია. ამ დროს იქ, 10-ზე მეტი მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. წყალმა მთლიანად გაანადგურა ფონდის ინვენტარი და საკვების მარაგი. ბენეფიციარები ახლა დახმარებას ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, მთავარი პრობლემა დიდ დიღომში მოუწესრიგებელი სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემაა. ისინი ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას, თუმცა უშედეგოდ.


close დახურვა