არასრულწლოვანთა უკონტროლო პროსტიტუცია ქვეყანაში - შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ არსებობს პლატფორმა, სადაც ადამიანებს ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე დარეგისტრირება და შემდგომ სექს მუშაკად მუშაობა შეუძლიათ.
პლატფორმაზე დარეგისტრირებული ადამიანები ანგარიშვალდებული არიან საიტის ადმინისტრაციასთან, ე.წ. მამაშასთან, რომელსაც როგორც წესი არ იცნობენ, თუმცა მომსახურებისგან აღებულ ფულს მას უხდიან.
ირკვევა, რომ სექს მუშაკებად მუშაობენ 16-17 წლის გოგონები.
"16 წლის ვიყავი როცა დავრეგისტრირდი და დავიწყე მუშაობა. რეგისტრაცია უფასოა, რასაც გინდა იმას ჩაწერ. მე 19 წელი ჩავწერე. საშვი არ მაქვს, მაგრამ გადაადგილება შემიძლია. საშვიანი კლინტები მაკითხავენ და მათ მივყავარ. პოლიციელებიც მყოლია", - ამბობს ერთ-ერთი არასრულწლოვანი სექს მუშაკი.