რატომ შეეწირა 5 ადამიანის, მათ შორის 8 წლის გიორგის სიცოცხლე სახელმწიფოს გულგრილობას და უყურადღებობას. ჩვენ მძიმე ამბავზე მოგვიყვებით,რომელიც ბავშვებსაც შეეხო. ოქროყანის გზაზე მომხდარ ავარიაზე, რა დროსაც გასულ შაბათს არასრულწლოვანი გარდაიცვალა. არადა, შეიძლებოდა, გამაფრთხილებელ ნიშანს ან მოძრაობის შემზღუდავ ბარიერს მისი სიცოცხლე დაეცვა და დაეცვა მძღოლიც ტრაგედიისგან. სპეციალური ბარიერის დაყენებას მოსახლეობა ბოლო რამდენიმე წელია ითხოვს და მერიისგან უარს იღებს.
ამასობაში კი ეს ადგილი უკვე იქცა ბევრი უბედურების სიმბოლოდ. მერია ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას, მხოლოდ ახლა მცირეწლოვანის გარდაცვალების შემდეგ დაპირდა, თუმცა ჯერ კიდევ ტენდერია გამოცხადებული რამდენიმე ასეულლარიანი მოწყობილობის დასაყანებლად. ტენდერის გამოსაცხადებლად და სულ მარტივი პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც უდიდეს ტრაგედიები მოჰყვა, საქმეში პატარა ბიჭის - გიორგის თანაკლასელის ჩართვა გახდა საჭირო.