logo
ENG



შაბათის ფორმულა: 18 წლის გოგო პოლიციელს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

13 თებ 202120:34
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში მცხოვრები 18 წლის გოგო პოლიციელს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ძალადობის მსხვერპლი მანამდეც გამხდარა, რის გამოც თვითმკვლელობა სცადა. სწორედ აღნიშნულ საქმეს იძიებდა რუსთავის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომელი 1 წლის განმავლობაში. 

როგორც ქალი შაბათის ფორმულას უყვება, ის გამომძიებელს 11 იანვარს მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით შეხვდა. მისივე თქმით, შეხვედრამდე გამომძიებელმა მას სექსუალური შინაარსის ფოტოების გამოგზავნა სთხოვა. ქალი იხსენებს, რომ მომხდარის შემდეგ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა - ერთხელ იმავე დღეს, მეორედ კი 2 კვირის შემდეგ. ის ამბობს, რომ პოლიცია მომხდარით, მხოლოდ მეორე სუიციდის მცდელობის შემდეგ დაინტერესდა. 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მომხდარზე დაინიშნა ექსპერტიზები, ოფიციალური ცნობით, გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდა და ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. თუმცა, განყოფილებაში მისულმა გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რომ სავარაუდო მოძალადე, სამსახურში იმყოფებოდა.


close დახურვა