logo
ENG



შაბათის ფორმულა: 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორი, ზვიად ხარაზაშვილი გდდ-ის უფროსი გახდა

30 იან 202120:06
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, დღეიდან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება ჰყავს. 

ხარაზაშვილის სახელი უკავშირდება მუხროვანის სპეცოპერაციას, ასევე 20 ივნისის გავრილოვის ღამეს, სადაც ხარებას სპეცრაზმი მომიტინგეებს ესროდა. შაბათის ფორმულამ ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში გიამბოთ, რომ გომელაური მისი მარჯვენა ხელის - "ხარებას" დაწინაურებას გეგმავდა. 

ბოლო ერთი კვირაა გომელაური ცვლის ან სამსახურიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის უფროსებს და ამ ცვლილებებით ის უფრო მეტად ასუსტებს კახა საბანაძის, პრემიერმინისტრის კადრის გავლენებს შინაგან საქმეთა სამინისტროში.


close დახურვა