logo
ENG



შაბათის ფორმულა 3 წლისაა

13 მაი 202321:05
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულა 3 წლისაა - გადაცემა, რომელიც თქვენ გიყვებათ მხოლოდ ნამდვილ ამბებს, რომლის დამალვას ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს. კორუფცია, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირები, გამდიდრებული სასამართლო კლანი, სისტემის მხილება, ოლიგარქის არაერთი ახირება - მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც მმართველი პარტია უბრალოდ არ იმჩნევს, ჩვენ დაუფარავად გიყვებით. 3 წლის განმავლობაში, შაბათის ფორმულა, ასახავს იმ რეალობას, რომელიც, ჩვენს არქივს თუ გადავხედავთ, სულ უფრო მძიმე ხდება. დღეს, გავიხსენებთ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომელიც თქვენ შაბათის ფორმულას ეთერით გაიგეთ და რომლის სიზუსტე, მალავე, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებითაც დადასტურდა.

 


close დახურვა