logo
ENG



შალვა თადუმაძე სალომე ადეიშვილის საქმეში სისტემურ პრობლემას ვერ ხედავს

30 ოქტ 201913:40
3 წუთის საკითხავი
 
2k2qd33jlewxnue.jpg

მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი თანამდებობის პირი დაისჯება.

საქმე ეხება სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წერს, რომ უწყებაში სისტემური პრობლემებია.

„ძალიან მნიშვნელოვანია თუ ეს ინფორმაცია უფრო კონკრეტული იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია ოთხ-ხუთ წელზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ყოფილმა პროკურორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამსახურეობრივი შემოწმება. იმედი მაქვს, რომ ის ითანამშრომლებს შესაბამის ორგანოებთან. კონკრეტული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი თანამდებობის პირის პასუხსმგებლობის საკითხი დადგება. სისტემურ დანაშაულს ვერ ვხედავ, რადგან აქ მითითებულია კონკრეტიკა“, - აცხადებს თადუმაძე.

 


close დახურვა