13 ივლისიდან გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება.
კონკრეტულად რას აპირებენ სამართალდამცველები, ოჯახის ნდობით აღჭურვილ ექსპერტს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს.
შედეგების გამოსაქვეყნებლად გამოძიებას 2-კვირიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ,რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხები გუშინ გახდა ცნობილი - კვლევამ დაადგინა, რომ ფეხბურთელი ასფიქსიით გარდაიცვალა.
საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაციაც - ბრალი დამძიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაც მიმდინარეობს.