გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამმა სრულწლოვანმა უარი თქვა, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
შესაბამისად, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშილის და ვახტანგ ჩიქოვანის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ ვერდიქტს მოსამართლე გამოიტანს.
შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით 5 პირია დაკავებული - 2 არასრულწლოვანი და 3 სრულწლოვანი.
კანონმდებლობის თანახმად, არასრუწლოვნების საქმეების განხილვა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს არ ითვალისწინებს.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების ადვოკატებმა მოითხოვეს, ხუთივე ბრალდებულების მიმართ შეწყდეს განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმე, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. ხუთს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.