logo
ENG



შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი ისევ პატიმრობაში დატოვეს

14 სექ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
8okbwpofqsz6krm.jpg

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი ისევ პატიმრობაში დატოვა. 

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმებასა და გირაოთი ჩანაცვლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საუბარია 5 000 და 10 000-ლარიან გირაოზე. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა. 

აღსანიშნავია, რომ 11-ვე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

შეგახსენებთ, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.


close დახურვა