გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - მთავარი მოწმის, გური ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმი საქმეში არ არსებობს.
გური ამირხანაშვილი დიდუბის ეპიზოდზე ავთო ბილანიშვილის დაკითხვის შემდეგ 9 ივლისს, მამასთან ერთად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, თუმცა საქმის ახალ მასალებში ამ გამოკითხვის ოქმი არ არსებობს.
შაქარაშვილის ოჯახის ნათესავს ამ ეპიზოდზე კითხვები არ აქვს - მისი თქმით, ამაზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს.
„გურამ ამირხანაშვილის ჩვენება აქ არის, თუ მე-13-შია, თუ მე-18-ში, არაა ჩემი პასუხგასაცემელი კითხვა. ეს კითხვა არის შსს-სთან, ეს კითხვა არ არის დაზარალებულთან", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.