logo
ENG



შაქარაშვილის საქმეში კიდევ ერთი, BMW-ს მარკის ავტომობილი ჩნდება

22 აგვ 202019:58
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი ახალი ავტომობილი ჩნდება. 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ლიდერფუდის კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ 00 საათსა და 49 წუთზე არაგვის ხიდის ქვემოთ შემოვლითი გზიდან BMW-ს მარკის ავტომობილი ამოდისსაუბარია გზის იმ მონაკვეთზე, სადაც, გამოძიების ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი მდევრებმა ალყაში მოამწყვდიეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მარკის ავტომობილი 1988 წელს დაბადებულ ზურაბ ბარბაქაძეს ეკუთვნის.

როგორც ცნობილია, ეს დაახლოებით ის დროა, როცა გიორგი შაქარაშვილი და მისი მდევრები ხიდის ქვეშ შემოვლით გზაზე უნდა ყოფილიყვნენ.  არის თუ არა ავტომობილის მძღოლი გამოკითხული - ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ბრალდებულების ადვოკატები.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს, მათ შიმშილობა შეწყვიტეს. 3 დღის განმავლობაში პროტესტის უკიდურეს ფორმას ბრალდებულებმა ..-, ..- და ..- მიმართეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ: მათ შორის - საქმის მასალების გასაჯაროვება, ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და საქმის პროკურორის აცილება.

ერთერთი დაკავებული არასრულწლოვნის ..- სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის სახლიდან, მამის - თამაზ ხომასურიძის კუთვნილი ლეპტოპი, ტელეფონი და საბუთები ამოიღეს. ხომასურიძე შსს-ში დაკითხვაზეც იმყოფებოდა. ..- მამა მომხდარს მისივე განცხადებებს უკავშირებს - მან ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ, მირიან ნიკოლაძესა და გურამ ამირხანაშვილს საფრთხე ემუქრებათ

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. მათგან ხუთს გამოძიება დამამძიმებელგარემოებებში ფეხბურთელის განზრახ მკვლელობას ედავება. არცერთი მათგანი: ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და ორი არასრულწლოვანი - ზ.ხ. და ა.ქ. ბრალს არ აღიარებს.

 


close დახურვა