logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ახვლედიანის ჩვენებებსა და ანძის ჩანაწერებს შორის უზუსტობებია

07 ივლ 202014:00
3 წუთის საკითხავი
clock 448

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის გნყოფილებაში დაკავებული მორაგეების ადვოკატები იმყოფებიან, მათ საქმის ახალი მასალები უნდა მიიღონ. გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში  12 ტომი საქმის მასალები არსებობს, მათგან ბოლო დოკუმენტში სატელეფონო ანძის ამონაწერია დართული.  სადაც ჩანს რომ ვახო ახვლედიანის ჩვენება  ანძების ამონაწერის ინფორმაციისგან განსხვავებულია.

კერძოდ, ახვლედიანი ამტკიცებს, რომ ის თავდაპირველად გიორგი ქათამაძეს დაუკავშირდა და ამის შემდეგ დარეკა, თავის მეგობარ, ლუკა ბეჟანიშვილთან, რათა მას თბილისიდან მცხეთაში მანქანა გამოეგზავნა.

ანძების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვახო ახვლედიანმა ბეჟანიშვილთან 00:49 წუთზე დარეკა, აქედან 22 წუთში კი დაუკავშირდა გიორგი ქათამაძე. ახლედიანის მტკიცებით, მას შემდეგ რაც ის ქათამაძეს შეხვდა, ისინი დაუყოვნებლივ თბილისში ჩავიდნენ, თუმცა ანძების ჩანაწერში ახვლედიანის ყოფნა მცხეთის ტერიტორიაზე 1:49 წუთზე ფიქსირდება, თბილისში კი 3 საათსა და 29 წუთზე. სად იმყოფებოდა ახვლედიანი ამ პერიოდის განმავლობაშ, ამასთან დაკავშირებით ჩვენებაში არაფერია ნათქვამი. მისი უფლებქადამცველი კი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ახვლედიანის ჩვენების გარდა, უზუსტობებია ქათამაძის ჩვენებებშიც. ახვლედიანი ჩვენებაში ამბობს, რომ მცხეთაში მის წამოსაყვანად თეთრი მანქანით მივიდნენ, თუმცა განსახვევებული ვერსია აქვს იმ ავტომობილის მძღოლს, რომელი მანქანითაც ლუკა ბეჟანიშვილმა თბილისიდან მცხეთაში წამოიყვანა, მათ წამოსაყვანად. როგორც კახა სანდოძე ამბობს მან სამჯერ დაუსიგნალა თავის მგზავრებს იმის ნიშნად რომ ის მცხეთაში იყო, მან დაინახა რომ ახვლედიანი და ქათამაძე ერთად მოდიოდნენ ხიდის ქვედა ტერიტორიიდან. სანდოძე შემთხვევის ადგილზე ერთი ვტომობილის ყოფნაზე საუბრობს ის ამბობს, რომ მაშნ როცა ის ემზადებოდა თბილისში წამოსასვლელად დაინახა მის უკან მდგომი ჰუნდაის მარკის ავტომობილი და  როგორც ის აცხადებს, მასში საბორთალოელი პირი, ირაკლი დაფქვიაშვილი იჯდა.

 

 

 


close დახურვა