logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - გაგნიძე გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას აღარ აპირებს

24 ივლ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 
1zhzejw0gicr3y3.jpg

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი ბრალდებულ არჩილ გაგნიძე გამოძიებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გაგნიძის მიერ მიცემულ ახალ ჩვენებაშია ნათქვამი. გაგნიძის ჩვენება საქმის ახალ, 22-ე ტომშია ჩადებული. 

გაგნიძე ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოძიებისადმი უნდობლობით ხსნის. 

"ვეთანხმები 2020 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით გამოძიებისთვის მოწოდებულ ინფორმაციას და აქვე განვმარტავ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე ვაცხადებ უარს, ასეთი ინფორმაციის ამ მომენტისთვის არ არსებობის გამო. ამასთანავე, უარის თქმის დამატებითი საფუძველია ის გარემოება, რომ გამოძიების მიმართ არ მაქვს ნდობა და ჩემი შეფასებით, გამოძიება არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით", - წერია გაგნიძის ჩვენებაში.

მისივე შეფასებით, ის, რომ საგამოძიებო უწყებას ჭეშმარიტების დადგენა არ სურს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამ დრომდე არ ჩატარებაში გამოიხატება. 

"აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით. რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით და მისი უტყუარობით. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით, პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ. ეს სწორედ იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას", - ამბობს არჩილ გაგნიძე. 

მორაგბე არჩილ გაგნიძე ერთერთია იმ პირთაგან, რომელმაც გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარებამდე ნახა და რომელიც 19 ივნისის ღამეს მცხეთის ხიდზე ტოიოტას მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. გამოძიება მას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობას ედავება. 


close დახურვა