logo
ENG



შაქარაშვილის საქმის ახალი ფიგურანტების ჩვენებები - ვინ უნდა წამოეყვანათ მათ მცხეთიდან

14 ივლ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
795sdx0gj79rpwv.jpg

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები - როგორც ირკვევა, 13 ივლისს გამოკითხული პირები შეხვდნენ წვეულებიდან ჩამოსულ დაშავებულ პიროვნებას, ხოლო შემდეგ თავადაც იმყოფებოდნენ არაგვის ხიდის მიმდებარედ.

მოწმის სტატუსით გამოკითხული ნახალოვკელი გიგა ბუცხრიკიძე და ბესიკ გობეჯიშვილი, სავარაუდოდ, შეხვდნენ ვახო ჩიქოვანს - მცხეთიდან დაბრუნებულ ჩიქოვანს აღენიშნებოდა თავის არეში დაზიანებები. ბუცხრიკიძემ და გობეჯიშვილმა მას დახმარება შესთავაზეს, თუმცა ჩიქოვანმა ამაზე უარი განაცხადა. 

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ, რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში, თუმცა დაშავებულ ნახალოვკელთან შეხვედრის შემდეგ მალევე შეიტყვეს, რომ მცხეთაში კიდევ ორი პირი იყო დარჩენილი.

გიგა ბუცხრიკიძე და ბესიკ გობეჯიშვილი მცხეთაში მანქანებით ჩავიდნენ, თუმცა მათ უცნობი ახალგაზრდა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მცხეთაში დარჩენილებს აღარ სჭირდებოდათ მანქანით დახმარება, რადგან უკვე თბილისში იყვნენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან უბნელი ბიჭი მოვიდა, ჰქონდა თავის და სახის არეში დაზიანებები - ჰკითხა, რამე ხომ არ გინდა, წყალი ხომ არ მოგაწოდო. დაინახა დაზიანებები. ეს ბიჭი წავიდა, რა მოხდა, მისთვის არ უთქვამს. ამის შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ეუბნებიან, რომ ორი ბიჭია საგურამოს ტერიტორიაზე, ვერ აგნებენ გზას და უნდა მოხდეს მათი წამოყვანა. ორი მანქანით მიდიან, უნდა წამოეყვანათ. ბიჭები, რომლებიც უნდა წამოეყვანათ, უკვე თბილისში არიანო და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მობრუნდნენ და წამოვიდნენ თბილისისკენ", - ამბობს მურმან ღურწკაია.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ვიტსისა“ და ე.წ. მეორე „მერსედესის“ მგზავრები შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ, 13 ივლისს გამოკითხეს მოწმის სტატუსით - მათი ადვოკატის განცხადებით, აღნიშნნული პირები საქმესთან შემხებლობაში არ არიან.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - მის ცხედარს არაგვში 22 ივნისს მიაკვლიეს. 

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

დეტალურად ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ წაიკითხეთ აქ.


close დახურვა