logo
ENG



შაჰინი: წვრთნების გადადება ასახავს საქართველოსთან თანამშრომლობის გადახედვის მოთხოვნას

08 ივლ 202422:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/08/njk7onqpumj3646.jpg

სენატორი ჯინ შაჰინი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო სწავლების გადადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა".

"თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. ეს შეფერხება ასახავს, იმ საკანონმდებლო ძალისხმევას, რომელიც კომიტეტში, თავდაცვის ავტორიზაციის აქტით იქნა მიღებული და რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ" - აცხადებს შაჰინი.

5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო სწავლება "განუსაზღვრელი ვადით" გადაიდო.


close დახურვა