logo
ENG



შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები მორიგი პრაიმერისთვის ემზადებიან

15 თებ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატები მორიგი პრაიმერისთვის ემზადებიან. შიდაპარტიული არჩევნების შემდეგი რაუნდი ტეხასის შტატში 4 მარტს გაიმართება. მანამდე კანდიდატები შტატის სხვადასხვა ქალაქში ამომრჩევლებს ხვდებიან. ბერნი სანდერსი მხარდამჭერებს მესკილტში შეხვდა და ტეხასის მოგებას დაჰპირდა. პირტ ბუტიჯიჩმა კი კამპანია კალიფორნიაში ჩაატარა და პირადი ცხოვრების თემაზე ილაპარაკა. პიტ ბუტიჯიჩი, რომელიც ჰომოსექსუალია, აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში შეერთებულ შტატებს პირველი ლედის ნაცვლად  პირველად ეყოლება "პირველი ჯენტლმენი".

დემოკრატების კიდევ ერთმა კანდიდატმა ჯო ბაიდენმა კამპანია ნევადაში ჩაატარა. შეხვედრაზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მას სიტყვა შეაწყვეტინა, რის გამოც ბაიდენისგან შენიშვნა დაიმსახურა. 


close დახურვა