logo
ENG



შეზღუდვების კანონის მოქმედების ვადა 6 თვით გახანგრძლივდა

29 დეკ 202019:14
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/29/is7t6t968b8lv9t.jpg

ერთპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონს, რომლის თანახმადაც, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა 6 თვით, 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდა.

კანონის მოქმედების ვადა 1 იანვარს იწურებოდა. კანონპროექტის ინიციატორმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ ვადის გახანგრძლივება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით ახსნა და თქვა, რომ "ეს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".

"ამ კანონპროექტს აქვს მხოლოდ ის მიზანი, რომ მართოს კრიზისი სწორად და დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, რისი კონსტიტუციური, პოზიტიური ვალდებულებაც აქვს მთავრობას", - განაცხადა ხუნდაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში 2 იანვრამდე სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა