logo
ENG



შემთხვევების მატება იქნება, ამიტომ მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს - გამყრელიძე

13 მარ 202008:15
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად მატებას ვარაუდობს.

ის მკაცრი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს. გამყრელიძის თქმით, სახელმწიფო სტრუქტურები და კლინიკები ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.

დღეის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში - 245 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 58 პაციენტია. 

"სხვა ქვეყნების გამოცდილებას ვითვალისწინებთ. შემთხვევების მატება იქნება, ამიტომ ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს. დიდი ტვირთი გადავა სამკურნალო დაწესებულებებზე. უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები", - განაცხადა გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. 


close დახურვა