logo
ENG



შესაძლებელია, ბორდერიზაცია გაგრძელდეს - ძალა ერთობაშიას წევრებს პატრულირება ისევ არ შეუძლიათ

24 ოქტ 201908:14
3 წუთის საკითხავი
 
9lwzj6ul7ge1t3q.png

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს პატრულირების საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. 

როგორც მოძრაობის წევრი „ფორმულასთან" აცხადებს, ქართველმა სამართალდამცველებმა მათ გადაადგილება უკვე მეორე დღეა შეუზღუდეს. მიხეილ ბალიაშვილი ყვება, რომ მავთულხლართებთან მისვლა ვერ მოახერხეს, შესაბამისად, ვერ აკვირდებიან რუსი ოკუპანტების გადაადგილებას. "24 საათიან რეჟიმში ისევ აგრძელებს პოლიცია ბლოკირებას, ჩვენი სახლის ყარაულობას. როგორც გუშინ, დღესაც დავუკავშირდით სამმართველოს უფროსს. დაგვპირდა რომ მოგვეცემოდა საშუალება ველზე ასვლისა და პატრულირებისა, მაგრამ როგორც გუშინ, ისე დღეს, მივიღეთ უარი. არ გვაქვს საშუალება და არანაირი თვალთახედვის არე არ არსებობს, რომ დავინახოთ რა ხდება. შესაძლებელია გაგრძელდა კიდეც ბორდერიზაცია, მაგრამ ამას ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ",-"აცხადებს მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წარმომდგენელი მიხეილ ბალიაშვილი.


close დახურვა