პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად შენობის წინ საპროტესტო აქცია იმართება. "ქვეყნის სამსახურში" წევრებთან ერთად აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. მათ შორისაა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო", რომლის წევრის თქმითაც, შესაძლოა მსგავსი არეულობა ივანიშვილს აწყობდეს, რადგან ვადამდელი არჩევნების ჩატარება სურდეს.
"ეს არის გათამაშებული ფარსი ივანიშვილის მეირ კონტროლირებადი დეპუტატების მხრიდან. ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს, როცა ივანიშვილი არ ასრულებს დაპირიბებს და კიდევ ერთხელ ცდილობს ხელისუფლების მიტაცებას. პროპორციული სისტემა საზოგადოების მონაპოვარია და მისი არმიღების შემთხვევაში ივანიშვილი მიიღებს უმართავ პროცესებს. უბრალოდ ამ ყველაფრის ფონზე ეჭვი მაქვს - ხომ არ აწყობს ამ არეულობის მოწყობა თავად ივანიშვილს, რომ თუნდაც ამ მიზეზით დანიშნოს ვადამდელი არჩევნები?!-"აცხადებს დოლენჯაშვილი.