logo
ENG



შეტაკება შეერთებულ შტატებში - ლუისვილის აქციაზე 7 ადამიანი დაშავდა

31 მაი 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

7 ადამიანი დაშავდა ლუისვილში გამართული აქციისას, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, შვიდივე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, თუმცა იარაღის გამოყენებას  უარყოფენ  სამართალდამცველები.   

დაპირისპირება მოხდა მინეაპოლისში, სადაც დაშავებულთა შორის „როიტერის“  ჟურნალისტები არიან. დემონსტრაციები გაიმართა  ვაშინგტონში, ატლანტასა და ნიუ-იორკში. 

აქციებმა, რომლებიც სამართალდამცველის მიერ ფერადკანიანის მოკვლას მოჰყვა, მთელი ქვეყანა მოიცვა. შეტაკებების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო თეთრი სახლიც. მინესოტაში ეროვნული გვარდიის სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ  არეულობის უკან შესაძლოა რადიკალური ძალები იდგნენ.

 


close დახურვა