logo
ENG



შეუსრულებელი რეკომენდაციები და "ოცნების" მათემატიკა

14 სექ 202320:26
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თვითშეფასება ევროკავშირის შეფასებისგან მკვეთრად აცდენილია. ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ დარჩა 1 თვე და შესასრულებელი 9 პირობა. ოცნება ამ დროს პროგრესზე ლაპარაკობს. სულ უფრო ხისტია პარტნიორებისადმი მიმართვის ტონი. ივანიშვილის გუნდი ევროკომისიის 12 პირობის დაკნინებას ცდილობს, რომლის შესრულებაზეც გადის კანდიდატის სტატუსის ბედი. ამ ფონზე ბრიუსელიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს იმსახურებს. მთავრობისგან ხალხის გამიჯვნა ოცნებას აღიზიანებს. შეუსრულებელი პირობებიდან ერთს, - დეოლიგარქიზაციას მთავრობა სწორედ დღეს დაუბრუნდა.


close დახურვა