logo
ENG



შეჩერებას არ ვაპირებთ-დევნილები სახალხო დამცველს მიმართავენ

17 ოქტ 201908:29
3 წუთის საკითხავი
 
xo5f7dvfs80dc5l.jpg

აფხაზეთიდან დევნილების პროტესტი ისევ გრძელდება. ამჯერად, ისინი სახალხო დამცველს მიმართავენ და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრების დაშლა და მისი ახალი წევრებით დაკომპლექტება უნდათ. მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს. მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მათ პოლიციასთან დაპირისპირებაც მოუწიათ. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან დევნილები უკვე 31-ე დღეა აქციას მართავენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან კარვები აქვთ გაშლილი და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. თავად დევნილების თქმით, არ დაიშლებიან მანამდე, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

"შეჩერებას არ ვაპირებთ. აი, ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები კანონის ფარგლებში არ იქნება დაკმაყოფილებული. ისევ არ შეგვხდება არავინ. ჩვენ ვითხოვთ გადადგომას წოწკოლაურისსიმონიშვილის და ქალბატონი მინისტრის, რომელმაც არცერთი წუთი არ გაიმეტა ჩვენთვის,"-განმარტავს ერთ-ერთი დევნილი. 

იძულებით გადაადგილებულ პირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში "ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაცია ეხმარება. როგორც ბესო შენგელია აცხადებს, ის დევნილების უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ უკვე წავიდეთ სახალხო დამცველთან. გავაცნოთ თითოეული დევნილის ქეისი, მივიტანოთ დოკუმენტები და მოვითხოვოთ მისგან მხარდაჭერა. მისგან მოვითხოვთ, რომ  რომ აიძულოს სამინისტროს წარმომადგენელები, რათა ამ ადამიანების ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ვიბრძოლებთ, სანამ მინისტრსა და მის მოადგილეს არ გავუშვებთ იქ, სადაც არის მათი ადგილი - პოლიტიკურ სანაგვეზე,"-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია. 

 

 


close დახურვა