logo
ENG



შეხვედრები ათონელზე

21 დეკ 202120:38
3 წუთის საკითხავი
 

არც სააკაშვილის პატიმრობაზე, არც პოლიტიკურ კრიზისზე, არც ეროვნული თანხმობის იდეაზე არაფერს ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს ჯემალ ჭკუასელის გასვენებაში გამოჩნდა. ქვეყნის არაფორმალური და რეალური მმართველი დუმს. ოლიგარქმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. 

ამასობაში, ეროვნული თანხმობის საკითხზე სამსჯელოდ ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ინდივიდუალურად მიდიან. პრეზიდენტი აცნობიერებს სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობას - ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან ფრთხილი ოპტიმიზმით გამოვიდა. პრეზიდენტს ნაციონალური მოძრაობაც შეხვდა.


close დახურვა