სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ე.წ. ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრისას უკრაინაზე ისაუბრა და თქვა, რომ გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.
"ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.
დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ ჩემი სათქმელი არის დღეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში." – თქვა სალომე ზურაბიშვილმა
შეგახსენებთ ,საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს სამოქალაქო ჯგუფები და ოპოზიციური პარტიები უკრაინის საკითხზე დუმილისთვის და არასაკმარისი რეაქციისთვის, მწვავედ აკრიტიკებენ.
ე.წ. ეროვნული თანხმობის პროცესი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც ის ბოლო თვეებში პოლიტიკურ აქტორებთან შეხვედრებს მართავს.