პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა ქვიშის ტომრები მიიტანეს. თუმცა სამართალდამცველებმა მათ განუცხადეს, რომ ტომრების შეტანის უფლებას ვერ მისცემდნენ. პოლიციელების ამ განცხადებას მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
როგორც პოლიციელები მომიტინგეებს უცხადებენ, ქვიშის ტომრებით გზის ჩახერგვა ეწინააღმდეგება გარკვეულ ნორმებს. თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს სიცრუე. პოლიცია ვერ ასახელებს კონკრეტულ ნორმას, რომელსაც არღვევს შესასვლელის ტომრებით პიკეტირება.