logo
ENG



შვედეთის პრემიერი: რუსეთს NATO-ში ჩვენი გაწევრიანება არ მოეწონება

27 თებ 202410:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/27/fhxitfmtslz7l96.jpg

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტენსონის განცხადებით, რუსეთს "არ მოეწონება" ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება.

კერძოდ, მისი თქმით, რუსეთს არ სურს, რომ სკანდინავიის ქვეყნები, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები გახდნენ და დაამატა, რომ კრემლის გეგმამ - ხელი შეეშალა ალიანსის გაფართოებისთვის, პუტინისთვის უკუშედეგი გამოიღო.

კრისტენსონმა ასევე ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ კავშირში გაწევრიანების ისტორიულ მნიშვნელობას, რაც მისი თქმით, დიდი, მაგრამ ასევე "ბუნებრივი ნაბიჯია."

„შვედეთი უკან ტოვებს 200 წლიან ნეიტრალიტეტსა და მიუმხრობლობას. ეს დიდი და სერიოზული, მაგრამ ასევე ძალიან ბუნებრივი ნაბიჯია. NATO-ში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახლა ვბრუნდებით დემოკრატიის დიდ ნაწილთან", - განაცხადა კრისტერსონმა.

ცნობისთვის, 26 თებერვალს უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ოფიციალური ბუდაპეშტის ამ გადაწყვეტილებით, შვედეთი ალიანსის 32-ე წევრი იქნება.

ამასთან, უნგრეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელსაც შვედეთის წევრობის რატიფიცირება უნდა მოეხდინა. მანამდე გადაწყვეტილება თურქეთმა მიიღო. ორივე ეს ქვეყანა შვედეთის ალიანსი გაწევრიანებას დაბრკოლებებს უქმნიდა.

უნგრეთის პარლამენტის ხსენებულ გადაწყვეტილებას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. მისი თქმით, "შვედეთის წევრობა ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის".


close დახურვა