logo
ENG



შვეიცარიამ ესპანეთს უკრაინისთვის საზენიტო დანადგარების გადაცემის უფლება არ მისცა

10 თებ 202318:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/eunc7g1vb9w7c6f.png
Federal Palace of Switzerland

შვეიცარიის ხელისუფლებამ უარყო მადრიდის მოთხოვნა უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების საზენიტო დანადგარების გადაცემის შესახებ.

შვეიცარიამ განაცხადა, რომ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს იმ ქვეყნებში, სადაც არის შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტი.

Reuters-ის ცნობით, იანვარში ესპანეთის ხელისუფლებამ მიმართა შვეიცარიას უკრაინისთვის ორი 35 მმ-იანი საზენიტო იარაღის გადაცემის ნებართვისთვის.
შვეიცარიის ხელისუფლებამ ვეტო დაადო დანიისა და გერმანიის მოთხოვნებს, რომლებიც აპირებდნენ შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკის და საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას.

შვეიცარიის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტის დროს.

არაერთმა შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა წამოიწყო კამპანია მოქმედი კანონმდებლობის შესაცვლელად და ეს საკითხი ახლა პარლამენტში განიხილება.


close დახურვა