logo
ENG



შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

13 მარ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს მათ, რომ ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება. 

„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებს და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.

"აღსანიშნავია, რომ რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის და რუსთავის სერვის ცენტრები - 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა