logo
ENG



შმიგალის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს

12 აპრ 202311:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/12/8o1304jbunuhlu7.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა 2023 წლის ზაფხულში დაიწყოს. ამის შესახებ მან ვაშნგტონში ყოფნის დროს The Hill-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, კონტრშეტევასთან დაკავშირებით ხელისუფლება ყველაზე დიდ ზეწოლას უკრაინული საზოგადოებისგან განიცდის. ამასთან, მოკავშირეების მხრიდან უკრაინა ზეწოლას არ განიცდის.

"ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს მკაფიოდ ესმის, რომ იმისათვის, რომ კონტრშეტევაში გადახვიდე, ამისთვის 100%-ით მზად უნდა იყო, მეტით თუ არა", - თქვა შმიგალმა.

კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედებს პენტაგონისა და ამერიკული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევის დაგეგმვაზე, პრემიერმა თქვა, რომ "უკრაინა გაათავისუფლებს თავის მიწებს".

„ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ვითხოვთ უფრო მეტ სამხედრო პოტენციალს, როგორიცაა ტანკები, საბრძოლო მასალები, თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა“, - განაცხადა შმიგალმა.


close დახურვა