logo
ENG



შმიგალის ცნობით, უკრაინამ აშშ-სგან ფინანსური დახმარების სახით დამატებით $1.5 მლრდ მიიღო

17 სექ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/17/o3x4eudwm5tbad0.jpg
Yves Herman / REUTERS

უკრაინის პრემიერ მინისტრის დენის შმიგალის ცნობით, უკრაინამ აშშ-სგან საერთაშორისო ფინანსური დახმარების სახით დამატებით 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო.

შმიგალმა ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა და შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ მინისტრის თქმით, ფინანსებს საპენსიო გადასახადებისა და სოციალური დახმარების პროგრამების ხარჯებისთვის გამოიყენებენ.

„უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო 1.5 მილიარდის გრანტი. ეს არის ბოლო ნაწილი აშშ-ის 4.5 მილიარდიანი დახმარებიდან, რომელიც მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან გამოიყო“ - განაცხადა შმიგალმა.

 

 

close დახურვა