დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, ჩვენ აბსოლუტურად მომართულები ვართ, რომ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში 1991 წლის მდგომარეობით - ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი არმია ძალიან მოტივირებულია ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ვიბრძვით ჩვენი მშობლიური მიწისთვის, ჩვენი სახლებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. რუსული არმია სრულად დემოტივირებულია, რუსი სამხედროები ვერ იგებენ, რატომ უნდა გასწირონ საკუთარი სიცოცხლეები ერთი ადამიანის სურვილების გამო, გაუგებარი სურვილების გამო.
შმიგალი: არავითარი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, მიზანია გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია
07 ოქტ 202220:53
3 წუთის საკითხავი