logo
ENG



შმიჰალი: კანადა უკრაინას რუსეთისთვის ჩამორთემულ ქონებას გადასცემს

17 აპრ 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/17/15zvugd2l1qgupg.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინა კანადიდან რუსეთის ჩამორთმეულ ქონებას, კერძოდ, AN-124 Ruslan-ის ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს. ინფორმაციას შმიჰალი Facebook-ზე ავრცელებს.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად", - წერს შმიჰალი.

გარდა ამისა, შმიჰალი აღნიშნავს, რომ კანადა რუსული კომპანია ვოლგა-დნეპრის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

 

 


close დახურვა