![fm3wybjd3bliza8.jpg](/uploads_script/news/thumb_fm3wybjd3bliza8.jpg)
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, უწყების ცნობით, 7 იანვარს დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“, რის გამოც თბილისში, 14:00 საათიდან ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.