logo
ENG



შოიგუს მტკიცებით, რუსეთი "მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს"

03 ოქტ 202314:35
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/03/z6wi8dflg9fs3ga.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსეთი "მობილიზაციის მორიგ ტალღას არ გეგმავს".

"გენერალურ შტაბში დამატებითი მობილიზაცია არ იგეგმება. შეიარაღებულ ძალებს ჰყავს სამხედრო პერსონალის საჭირო რაოდენობა შეტევის განსახორციელებლად.

მხოლოდ სექტემბერში, სავარაუდოდ, 50 000-ზე მეტმა ადამიანმა გააფორმა კონტრაქტი, საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან კი 335 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა რუსეთის ჯარს", - ამბობს შოიგუ.

29 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 130 000 ადამიანის ჯარში გაწვევაზე ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდისტულმა მედია Ria Novosti-მ გაავრცელა.

პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.


close დახურვა