logo
ENG



შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

21 ნოე 202315:54
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/21/9vx43jibbvmsdcd.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინამ ნოემბრის დასაწყისიდან 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

"მთლიანობაში, თვის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ 13 700-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, 1800 ერთეული სხვადასხვა ტიპის იარაღი და სამხედრო ტექნიკა.

რუსული არმია აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი პოტენციალის შემცირებას ყველა მიმართულებით. უკრაინელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი, რომლებიც ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობის უშედეგობას აცნობიერებენ, დანებდნენ", - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 319 820 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა