logo
ENG



შოიგუს მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ფრონტის "ვერც ერთ სექტორში ვერ მიაღწიეს წარმატებას"

05 სექ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/05/iks0c6v1pl2lc2h.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა ფრონტის "ვერც ერთ სექტორში ვერ მიაღწიეს წარმატებას".

"ე.წ. კონტრშეტევის დროს უკრაინის ხელმძღვანელობამ ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაღწია დასახულ მიზანს. უკრაინის ხელისუფლება სასოწარკვეთილად ცდილობს, დასავლელ კურატორებს შეტევითი ოპერაციების გარკვეული წარმატება მაინც აჩვენოს, რათა შემდგომ სამხედრო და ეკონომიკური დახმარება მიიღოს, რომელიც მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.

ზაპოროჟიეს მიმართულებით ვითარება ყველაზე დაძაბულია. უკრაინელი სამხედროები თავს ესხმიან სამოქალაქო ობიექტებს და ამ თავდასხმებს სამხედრო გამარჯვებად წარმოაჩენენ", - ამბობს შოიგუ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს და ამასთან, სამხრეთ ფრონტზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს.


close დახურვა