logo
ENG



შოიგუ: უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს

20 ივნ 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/20/rjbhrhxmvsyzh2e.jpg

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე Himars-ისა და Storm Shadow-ის რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გეგმავს", - თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

შოიგუს თქმით, აღნიშნული რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის აზრს ვერ ხედავს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინა რუსი ოკუპანტების განადგურებას მის მიწაზე აპირებს.


close დახურვა